სალომე სამადაშვილი: მე არ ვიცი რა მოტივაცია ჰქონდათ, როდესაც ყაზახურ კომპანიას სთავაზობდნენ ინვესტორის სახით კონსორციუმს

0

„მე არ ვიცი რა მოტივაცია ჰქონდათ, როდესაც ყაზახურ კომპანიას სთავაზობდნენ ინვესტორის სახით კონსორციუმს, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა კომპანია Capital Limited”- თან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც ხაზარაძემ სახელმწიფოს და საზოგადოებას ინგლისურ კომპანიად წარუდგინა.
ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მანამდე ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებას ანაკლიის პროექტში რუსული ინტერესების გატარებაში სდებდნენ ბრალს, დღეს ხაზარაძეს მოუწოდებენ ახსნას რუსული ინტერესების მქონე კომპანიასთან მისი კავშირები.
„მე არ ვიცი რა მოტივაცია ჰქონდათ, როდესაც ყაზახურ კომპანიას სთავაზობდნენ ინვესტორის სახით კონსორციუმს. შესაძლოა, ეს მოტივაცია უკავშირდებოდეს სწორედ კომერციულ ინტერესებს ანაკლიის პორტის”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი