თინა ბოკუჩავა მამუკა ხაზარაძისგან განმარტებას ითხოვს

0

ჩემი აზრით, თავად მამუკა ხაზარაძის განმარტება იქნება აქ ძალიან მნიშვნელოვანი. თუ რეალურად რა წარმომავლობის არის ის ფული, რომელიც იდებოდა ანაკლიის პროექტში, რომელშიც თვითონაც უნდა მიეღო მონაწილეობა,- აცხადებს” ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინათინ ბოკუჩავა კომპანია Capital Limited”- თან დაკავშირებით, რომელიც ხაზარაძემ სახელმწიფოს და საზოგადოებას ინგლისურ კომპანიად წარუდგინა.

ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მანამდე ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებას ანაკლიის პროექტში რუსული ინტერესების გატარებაში სდებდნენ ბრალს, დღეს ხაზარაძეს მოუწოდებენ ახსნას რუსული ინტერესების მქონე კომპანიასთან მისი კავშირები.

,,ჩემი აზრით, თავად მამუკა ხაზარაძის განმარტება იქნება აქ ძალიან მნიშვნელოვანი, თუ რეალურად რა წარმომავლობის არის ის ფული, რომელიც იდებოდა ანაკლიის პროექტში, რომელშიც თვითონაც უნდა მიეღო მონაწილეობა. ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტში როგორიც არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელსაც არა მხოლოდ კომერციული, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენთვის სერიოზული დატვირთვა ექნება, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დასავლელი ინვესტორების მხარდაჭერით განხორციელდეს”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი