არჩილ თალაკვაძე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი არის ინვესტიცია საქართველოს მომავალში

“ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ამ პროექტის დაფინანსებით ეროვნული მნიშვნელობის საქმეს ჩაუყარა საფუძველი“, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი არის ინვესტიცია საქართველოს მომავალში. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნება, რომელიც მსოფლიოში განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ერთ-ერთი ლიდერი იქნება არის უდიდესი მიღწევა. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ამ პროექტის დაფინანსებით ეროვნული მნიშვნელობის საქმეს ჩაუყარა საფუძველი“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ცნობისათვის, ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს სრულად აფინანსებს ფონდი „ქართუ“ და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდ ევროს შეადგენს.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად ფუძნდება. საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად 2020 წლის სექტემბერში იქნება მზად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები