სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში – ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი – გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი – ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე – გელა ნოზაძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფლების – წინუბნის, საყუნეთის, აგარისა და ზიკილიის მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოსახლეობასთან ერთად განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი და უკვე მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება. გასულ წლებში სოფელ წინუბანში მოეწყო სარწყავი და სასმელი წყლის სისტემები, შეკეთდა შიდა გზები, ასფალტის საფარი დაიგო აგარა-წინუბანი-გურკელის ცენტრალური გზის მონაკვეთზე. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის სახლს. გაკეთდა სანიაღვრე არხი და გზის დამცავი გაბიონი. მიმდინარე წელს აქტიურად გრძელდება სოფლების წინუბანის, გურკელის, აგარის, ზიკილიისა და მუგარეთის წყლის სისტემის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სოფლების წინუბანისა და გურკელის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, სკვერის მოწყობისა და გარე განათების სამუშაოები. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება სასმელი წყლის რეზერვუარს და ეწყობა მაგისტრალი. დაგეგმილია სოფლის შიდა გზების, აბანოებისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობის სამუშაოების გაგრძელება. წინუბნის ხეობაში გასულ წელს დაიწყო XIV საუკუნის II ნახევრის ძეგლის – ბიეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის რეაბილიტაცია, გაიწმინდა ტერიტორია და მომზადდა სარესტავრაციოდ. გარდა ამისა, მოწესრიგდა ტაძართან მისასვლელი გზაც.
სოფელ საყუნეთში მოეწყო მინი სტადიონი, გარე განათება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სატუმბ სადგურს, სოფლის სახლს. ასფალტის საფარი დაიგო საავტომობილო გზაზე, შემოიღობა სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. მიმდინარეობს რიტუალების სახლის რეაბილიტაცია. ცენტრალურ გზაზე კეთდება რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილი, საჯარო სკოლაში კი გარე სანიტარული კვანძი მოეწყო. დაგეგმილია გარე განათების მოწყობის სამუშაოების გაგრძელება, შიდა გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა, სატუმბი სადგურისა და საყუნეთი-ტყემლანის გზის რეაბილიტაცია.

გასულ წლებში სოფელ აგარაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის სისტემას, საბავშვო ბაღს, სპორტულ მოედანს, რიტუალების სახლს. მოეწყო სასმელი წყლის შიდა ქსელი, გარე განათება, გაკეთდა დასასვენებელი სკვერი. მიმდინარე წელს საჯარო სკოლაში მოეწყო გარე სანიტარული კვანძი, რეაბილიტაცია უტარდება სასმელი წყლის შიდა ქსელს, შენდება ახალი ამბულატორია. დაგეგმილია ახალი ბაღის მშენებლობა, შიდა გზების რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობის სამუშაოების გაგრძელება, დიდი სტადიონის შემოღობვა და სოფლის სახლის რეაბილიტაცია. სოფელ ზიკილიაში გასულ წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის სისტემას, შიდა ქსელს, გამანაწილებელს და რეზერვუარს, ახალგაზრდულ ცენტრს და რიტუალების სახლს შიდა გზებს. საავტომობილო გზაზე დაიგო ასფალტის საფარი. მოეწყო საყრდენი კედელი. მოხდა 2-სართულიანი საცხოვრებელი ბინის სახურავის რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს ზიკილიის საჯარო სკოლაში მოეწყო გარე სანიტარული კვანძი.დაგეგმილია სანიაღვრე არხების, საკანალიზაციო ქსელის, მინი სტადიონის მოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია. ასევე სოფლის სახლისა და ამბულატორიის რეაბილიტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები