თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს უმასპინძლა. დიპლომატმა ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა.
​უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას გაესვა ხაზი. მხარეებმა თანამშრომლობის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და საერთო საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხო გარემოს და აღინიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. საუბარი შეეხო საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში აფრიკის კონტინენტზე.
​მინისტრმა დიპლომატს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის დახმარება დიდ მნიშვნელობას იძენს საქართველოში ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები