პარლამენტს სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა

საქართველოს პარლამენტს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა.
წარდგინება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის. დავით ნარმანიას კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებას ადასტურებენ სემეკ-შიც.
როგორც სემეკ-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, გუშინ დავით ნარმანია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
დავით ნარმანიას კანდიდატურა ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება. სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები