“გორის დღეები 2019”- 12-13 ოქტომბერს გაიმართება

“გორის დღეები 2019” 12 -13 ოქტომბერს, ტრადიციულად ქალაქის ცენტრში ჩატარდება. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის – რამაზ შიოშვილის განცხადებით, წლევანდელ წელს “გორის დღეები” მეტად  მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება. რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაც მიიღებს.

“წლევანდელი გორის დღეები კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება. მოეწყობა გამოფენა – გაყიდვები და  ბავშვებისთვის უფასო ატრაქციონები დამონტაჟდება. ტრადიციულად, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად ღვინოს დავწურავთ.ღონისძიებაზე, ღია ცის ქვეშ სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებებიც გაიმართება. 20 სექტემბრისთვის ჩვენ უკვე გვექნება ღონისძიების საბოლოო გეგმა, ასე რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობას და არამარტო მათ ვეპატიჟებით 12 -13 ოქტომბერს “გორის დღეებზე“,- განაცხადა რამაზ შიოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები