რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქს დრონებითა და რაკეტებით შეუტია

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ახალი საჰაერო შეტევების ტალღა განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, იერიშები დაფიქსირდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში.

როგორც ცნობილია, დაშავდა 20-მდე ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი.

შეტევები ძირითადად დრონების გამოყენებით განხორციელდა და სამიზნეში მოხვდა როგორც საცხოვრებელი, ისე ინფრასტრუქტურული ობიექტები. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილი.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, რამდენიმე დრონი და რაკეტა ჩამოაგდეს, თუმცა ნაწილი სამიზნემდე მაინც მივიდა, რამაც აფეთქებები და ხანძრები გამოიწვია. ჯამში თავდასხმა 500-ზე მეტი დრონითა და 22 რაკეტით განახორციელა.

ადგილობრივი ხელისუფლება ზარალის შეფასებას და სამაშველო სამუშაოებს აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები