“მე იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ განხორციელდეს ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტარებს შორის საქმიანი და პირადი ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
„გარდა ოფიციალური საუბრისა, ჩვენ გვქონდა ასევე შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტარებს შორის პირადი ურთიერთობები და გაცვლა. მოვიწვიეთ დელეგაციები საქართველოში და მოვიწვიეთ პარლამენტის თავმჯდომარე. მისი პირველი რეაქცია მაიმედებს, რომ მალე იქნება შესაძლებელი ეს ვიზიტი განხორციელდეს.
ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს დიდი ინტერესი აქვს საქართველოს და მისი კულტურის მიმართ. ჩვენ ორი უძველესი ცივილიზაცია ვართ და ამ მხრივ ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთინტერესი ბუნებრივიც არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.