ირაკლი კობახიძე – გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ყველა რეგიონში უფრო დაბალანსებული და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობაზე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ყველა რეგიონში უფრო დაბალანსებული და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმის უზრუნველყოფაზე, რომ სოფლისა და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობამ თანაბრად ისარგებლოს თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ხარისხიანი საზოგადოებრივი სერვისებით და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით.

„ჩვენი პოლიტიკა პრიორიტეტს ანიჭებს ასევე ახალგაზრდა ოჯახების, ეკომიგრანტებისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობის მხარდაჭერას. მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებისა და ინოვაციური ფინანსური მექანიზმების მეშვეობით, ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები შევქმნათ საქართველოს ყველა რეგიონში.

ქალაქი იდენტობის ე.წ. ჭურჭელია. ჩვენი ინიციატივები ტრადიციული ქართული არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისადმი ერთგულების იდეას ეფუძნება. გვჯერა, რომ მოდერნიზაცია არ უნდა მოხდეს ისტორიის ხარჯზე. ტრადიციული არქიტექტურული ელემენტების თანამედროვე ურბანულ დაგეგმარებაში ინტეგრირებით ვადასტურებთ ჩვენს კულტურულ უსაფრთხოებას, ვაშენებთ ქალაქებს, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს წარსულს და ამავდროულად ფუნქციონირებენ ჩვენი მომავლისთვის.

ამავდროულად, სოფლად და ქალაქად არსებული სხვაობის შემცირება მდგრადი განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ყველა რეგიონში უფრო დაბალანსებული და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობაზე. ვაგრძელებთ გადასვლას საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკის დონეზე, უფრო ძლიერი ინსტიტუტებითა და სტაბილური ეკონომიკური ზრდით. ამ პროცესში რეგიონების მდგრადი განვითარება ჩვენი ეროვნული პრიორიტეტების ცენტრში რჩება.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმის უზრუნველყოფაზე, რომ სოფლისა და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობამ თანაბრად ისარგებლოს თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ხარისხიანი საზოგადოებრივი სერვისებით და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით. ინკლუზიური და რეგიონულად დაბალანსებული პოლიტიკის მეშვეობით, ჩვენი მიზანია ადგილობრივი თემების გაძლიერება, ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება და მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელვადიანი განვითარებისთვის მდგრადი პირობების შექმნა.

საქართველო მტკიცედ რჩება ერთგული მდგრადი განვითარების მიზნებისა და ახალი ურბანული დღის წესრიგის განხორციელების მიმართ. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი ადამიანური დასახლებების ხელშეწყობის მიზნით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები