ელენე ხოშტარიამ ე.წ. მატროსოვის ციხეში ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულა.
ხოშტარიას განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს კომუნიკაცია 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ადამიანებთან.
“მთლიანად ეს არის საქმე, რომელიც მეტყველებს ჩვენს ქვეყანაში უკანონობაზე და ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად მქონდეს ურთიერთობა ამ პატიმრებთან. ეს ის თემაა, რომლის წინააღმდეგაც აუცილებლად ვაპირებ ბრძოლას. ეს არის მთავარი მოტივაცია და ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი სხვა პარტიას წარმოადგენს, განსხვავებული პოლიტიკური და პარტიული პოზიციები გვაქვს, საჭიროდ ვთვლი, რომ როგორც პატიმარი ამ აბსურდული ბრალდებით, მოვინახულო და მოვიკითხო. რადგან „მატროსოვზე“ მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილია, დღეს აქ შევდივარ, ცოტა ხნის წინ ვიყავი გლდანში და ყველა დანარჩენი მოვინახულე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები