საქართველოში საარსებო მინიმუმი 17.8 ლარით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2019 წლის აგვისტოში 17.8 ლარით გაიზარდა და 189 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს.
რაც შეეხება ოჯახის სულადობის მიხედვით საარსებო მინიმუმს, მონაცემები ასეთია:
ორსულიანი ოჯახი – 268.1 ლარი;
სამსულიანი – 301.6 ლარი;
ოთხსულიანი – 335.1 ლარი;
ხუთსულიანი – 377.0 ლარი;
ექვს და მეტსულიანი – 445.7 ლარი.

“საქსტატი” საარსებო მინიმუმს სამომხმარებლო კალათით ითვლის, სადაც სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია, არასასურსათო ხარჯების კი – 30%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები