ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოში 19.9 მლნ-დან 9 მლნ. დოლარამდე შემცირდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვეში ელექტროენერგიის ექსპორტი $19.9 მლნ-დან $9 მლნ-მდე შემცირდა, ხოლო იმპორტი $31 მლნ-დან $32.5 მლნ-მდე გაიზარდა.
2018 წლის იანვარ-აგვისტოში ელექტროენერგიის იმპორტი 694 მლნ კვტ/სთ-ის შეადგენდა, წელს ის 835 მლნ კვტ/სთ-მდეა გაზრდილი. 588 მლნ-დან 240 მლნ კვტ/სთ-მდე, ანუ 2,45 ჯერ შემცირდა ელექტროენერგიის ექსპორტი.
რაც შეეხება ელექტროენერგიის გამომუშავებას, აგვისტოში გამომუშავება 3,5 %-ით, მოხმარება კი 5,5 %-ით გაიზარდა.
სულ იანვარ-აგვისტოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 8.319 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 313 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები