გიორგი ვოლსკი – “უკმეხი საქციელი” გაიგივებული ყოფილიყო აშშ-სთან, ამის მცდელობა ნამდვილად იყო
არ შეიძლება ვინმე კრამერის განცხადება, შეფასებულ იქნას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, – ამის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში, “ქართული ოცნების” ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ გუშინ აშშ-ის საელჩოსთან “პატრიოტთა ალიანსის” მიერ გამართულ აქციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
“აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და არანაირად არ არის დაკავშირებული კრამერის თუ სხვათა განცხადებებზე ჩვენი ურთიერთობები, თუმცა “უკმეხი საქციელი” გაიგივებული ყოფილიყო აშშ-სთან, კონკრეტული ქმედება ამის მცდელობა იყო”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.