სირიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

სირიაში, თურქეთის საზღვრის ახლოს, ქალაქ ერ-რაიში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
როგორც წყარო წერს, შემთხვევა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
ექიმების ვარაუდით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები