ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ე.წ. სასაზღვრო პუნქტების ჩაკეტვას ეხმაურებიან

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ეხმაურებიან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ადგილობრივებს პრობლემებს უქმნის და კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას.

„ვსაუბრობთ ყველა მონაწილესთან, რათა მათ თავი შეიკავონ ცალმხრივი ნაბიჯებისგან, რომლებსაც შეიძლება, ადგილობრივებისთვის​ ნეგატიური ჰუმანიტარული შედეგი მოჰყვეს და სტაბილურობას შეუქმნას საფრთხე. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს, მიიღონ კონსტრუქციული მონაწილეობა უსაფრთხოებისა და დიალოგის არსებულ მექანიზმებში და ეძებონ პრობლემის გადაჭრის ყველა არსებული გზა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ შეექმნას დამატებითი სირთულეები და დაცული იყოს მათი უფლებები, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსია ჩვენი მომდევნო კონსულტაციების დროსაც გაგრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები