ნიკა მელია – ადამიანმა, რომელიც ამ მთის გადაღმა ცხოვრობს თქვა, ეს მელია დააბით სახლშიო

ვინმე თუ არღვევს დღეს კანონს, მათ შორის კონსტიტუციას, ეს არის ის ხალხი, რომელიც ამ შენობაშია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკა მელიამ პროკურატურასთან განაცხადა. როგორც მან, ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, არ აპირებს დეპუტატის უფლებამოსილება შეიზღუდოს. “მე ვარ მზად შევასრულო ჩემი უფლებამოსილება როგორც დეპუტატისა. ვინმე თუ არღვევს დღეს კანონს, მათ შორის კონსტიტუციას, ეს არის ის ხალხი, რომელიც ამ შენობაშია. ეს არ არის პროკურატურა, ეს არის თადუძამაძეები, მე თადუმაძეებში ვარ მოსული“, – განაცხადა ნიკა მელიამ და კონკრეტული შემთხვევა გაიხსენა. “როცა პარლამენტში სიტყვით გამოვდიოდი, პროკურატორის მხრიდან იყო ამასთან დაკავშირებით თანხმობა, (ისინიც ხვდებიან, რომ არ შეიძლება დეპუტატს აკრძალვა დუწესო პარლამეტში მისვლასთან დაკავშირებით.) სახლში ხელისუფლების წამომადგენლები მოვიდნენ და ოქმს ადგენდნენ და იკითხეს მელია სად არისო. რა მოხდა? რა არ იცოდა პრობაციის სამსახურმა, რომ მელია პარლამენტშია? არ იცოდა, რომ პროკურატურამ ნებართვა დამრთო? უბრალოდ ადამიანმა, რომელიც ამ მთის გადაღმა ცხოვრობს თქვა: ეს მელია დააბით სახლშიო“, – განაცხადა მელიამ ნიკა მელიამ, ასევე აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია კანონის და კონსტიტუციის შესრულების გამო ადამიანი დააკავო, მითუმეტეს, პარლამენტის დეპუტატი. “შეზღუდვას არ დავიწესებ, კანონს არ დავარღვევ, კონსტიტუციას არ დავარღვევ და კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნმების შესრულების გამო დააკავო ნებისმიერი ადამიანი, მით უფრო პარლამენტის დეპუტატი, ეს არის წარმოუდგენელი“, – განცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები