თამარ ჩუგოშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე: ვის დავუჭერ მხარს, დამოკიდებული იქნება იმაზე, განხილვებში როგორ წარმოაჩენენ თავს

მე პირადად გადაწყვეტილებას მივიღებ იმის მიხედვით, საპარლამენტო განხილვები როგორ ჩაივლის. საერთოდ არ მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია არც ერთ გვართან დაკავშირებით, რომლებიც ამ სიაში არის – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხზე განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მისი მხარდაჭერა დამოკიდებული იქნება იმაზე, განხილვებში როგორ წარმოაჩენენ კანდიდატები საკუთარ თავს.
„ნომინირება გააკეთა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და გვარები წარმოდგენილია. პარლამენტში ჯერ არც დაწყებულა განხილვის პროცესი. მე პირადად გადაწყვეტილებას მივიღებ იმის მიხედვით, საპარლამენტო განხილვები როგორ ჩაივლის. საერთოდ არ მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია არც ერთ გვართან დაკავშირებით, რომელიც ამ სიაში არის. ვის და როგორ დავუჭერ მხარს, დამოკიდებული იქნება იმაზე, განხილვებში როგორ წარმოაჩენენ კანდიდატები საკუთარ თავს. მათ საკმაოდ რთული განხილვები ელით წინ. წინასწარ იმაზე საუბარი ვინ, როგორ და რამდენი დაინიშნება საუბარი შეუძლებელია. მე ვის მივცემ ხმას და ვის არა, ამას ნახავთ კენჭისყრაზე”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები