მიხეილ ყაველაშვილი: სახელმწიფოს, მოსახლეობისა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით ყველა პრობლემის მოგვარება შეგვიძლია

„სახელმწიფოს, მოსახლეობისა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით ყველა პრობლემის მოგვარება შეგვიძლია”, – ამის შესახებ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა, განაცხადა.
ის მერიასა და m2-ს შორის მემორანდუმის გაფორმებას მიესალმება.
„სახლი ყველაზე დიდი თავშესაფარია. დიდია ბედნიერება, როდესაც ადამიანებისთვის ამ სიხარულის მინიჭებაში ჩვენი წვლილიცაა. დაახლოებით 2500 ოჯახი თბილისში თავის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს მიიღებს. თბილისის მერიის 6 თვიანი მუშაობის შედეგად, მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ კომპანია „სვეტის” მიერ დაზარალებული ადამიანების სახლებს m2 ააშენებს. ამ საკითხზე მუშაობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და მოცულობითი იყო და საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაც კი გახდა საჭირო. მინდა ყველა ოჯახს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სახლს ელოდება, მივულოცო ეს შესაძლებლობა და დავარწმუნო, რომ თუკი ყველა ერთად მოვინდომებთ შეუძლებელია არაფერია. სახელმწიფოს, მოსახლეობისა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით ყველა პრობლემის მოგვარება შეგვიძლია!” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები