გიორგი ლომია: ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დევიდ კრამერი მთვრალი იყო, ან რაღაც წამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დევიდ კრამერი მთვრალი იყო, ან რაღაც წამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთერმა ლიდერმა, გიორგი ლომიამ განაცხადა.
ლომია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერსა და „პატრიოტთა ალიანსის“ ერთერთ ლიდერს, ირმა ინაშვილს შორის გუშინ მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. გიორგი ლომიას თქმით, კრამერი არაადეკვატურად იქცეოდა.
„ქალბატონი ირმას კონფერენციაზე მისვლა არავითარი პროვოკაციად არ უნდა შეფასდეს. კონფერენცია საჯარო ადგილას ტარდებოდა, ყველას აქვს უფლება იქ მივიდეს.
ირმა ინაშვილს ამ ფორუმის ორგანიზტორებისთვის უბრალოდ სურდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმაზე, თუ ვინ არის ბოკერია. როცა ფორუმზე საუბრობდნენ რუსეთის შესახებ როგორც ავტორიტარულ რეჟიმზე, ქალბატონ ირმას სურდა, ეთქვა: კი, ბატონო ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენთანაც იყო ანალოგიური რეჟიმი და ის ადამიანი, რომლის გვერდითაც თქვენ დგახართ, ზუსტად ამ რეჟიმის ნაწილი იყო, რომელიც უშუალოდ აწამებდა, მაგალითად მოლაშვილზე მაქვს საუბარი. რომელმაც ხელი დაადო პირდაპირ“, – განაცხადა ლომიამ.
მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთვის ნოტის გაგზავნას გეგმავს და დევიდ კრამერისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
„ეს ხომ არ იყო ამერიკა და ევროპა. ჩამოვიდა რამდენიმე ე.წ. ექსპერტი, იქ ისინი დიდ ავტორიტეტს დღეისთვის არ წარმოადგენენ. მეორეც – როგორ შეიძლება, უცხო ქვეყნის მოქალაქე ხარ და მასპინძელთან, ჟურნალისტებთან უხეში საუბარი გაქვს. ამაზრზენი იყო, ის რაც გუშინ ვნახე. კრამერი ჟურნალისტებს ყრიდა კონფერენციიდან, შეიძლება ჟურნალისტებს ასე ექცეოდე? მე ისეთი შთბეჭდილება დამრჩა, რომ ადამიანი მთვრალი იყო, ან რაღაც წამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა. არაადეკვატურად იქცეოდა. ბოლოსდაბოლოს ქალბატონია ირმა ინაშვილი. ასე არ უნდა იქცეოდე, როცა თავს დებ ზრდილობაზე, განათლებაზე, დემოკრატიაზე.
აუცილებლად გაიგზავნება ნოტა აშშ-ს საელჩოში. მოვითხოვთ კრამერის მხრიდან ბოდიშის მოხდას. მისი საქციელი გუშინ არაადეკვატური იყო. როგორ შეიძლება ჩამოდის სტუმარი და მასპინძელს ასე ექცევა? მართლა კოლონია ხომ არ ვართ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კაცი ხარ და უნდა იცოდე ქალს როგორ ექცეოდე“- განაცხადა ლომიამ.
მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ პრორუსული ძალა არაა.
„ჩვენი ოპონენტები რუსეთს ისე იყენებენ, როგორც ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ , ანუ ყოველთვის ფონად უნდა იყოს რუსეთი, რომ თავად წარმოაჩინოს თავი პატრიოტად, ქვეყნისთვის მებრძოლ ადამიანად. ეს უკვე არაერთხელ ვნახეთ. ამიტომ, ბუნებრივია, რომ შეფასება გაუკეთდა ამ ინციდენტს, როგორც ვითომ რუსეთის წინაშე ანგარიშვალდებულება. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია.
არანაირი პრორუსული ძალა არ არის და არ ყოფილა „პატრიოტთა ალიანსი“. ეს არის ეროვნული ძალა. როცა გაკერებენ პრორუსულობის იარლიყს , ამას არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს, გარდა იმისა, რომ თქვენ დადიხართ რუსეთში და ესაუბრებით რუსებეს . კი ბატონო, დავდივართ, ვივლით კიდევაც . ეს აუცილებელი პირობაცაა, რომ მოვახდინოთ ქვეყნის დეოკუპაცია და კიდევ არ დავკარგოთ ტერიტორიები. ჩვენი ოპონენტები ყოველთვის გამოიყენებენ რუსეთის თემას, იმიტომ, რომ სხვა თემა ჩვენთან მიმართებაში არ მუშაობს.
რუსეთში დავდივართ, რუსებს ვესაუბრებით დეოკუპაციაზე , ურთიერთობის აღდგენაზე, მაგრამ არ ვესაუბრებით ქვეყნის გაყიდვაზე , აფხაზეთის და ოსეთის აღიარებაზე ჩვენი მხრიდან, რასაც რატომღაც დღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვთავაზობენ“- განაცხადა ლომიამ.
ცნობისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ გაიმართა გუშინ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა. კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად ირმა ინაშვილი მივიდა. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.
                                                                                                                                                                                                            თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები