“მხატვარი, რომელიც არავის ჰგავს“

      31 იანვარს, 18 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში ლევან ცუცქირიძის პერსონალური გამოფენა გაიმართება. ლიტერატურის მუზეუმში დაცულ “ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ ბოლო წლებში (1998-2013) შესრულებული ფერადი ილუსტრაციები. ჭაბუა ამირეჯიბმა მხატვარ ლევან ცუცქირიძეს მის მიერ ილუსტრირებულ წიგნზე „დათა თუთაშხია“ ასეთი სიტყვები მიაწერა: „ყველა დროის უმშვენიერეს დიდოსტატს, მხატვარს, რომელიც არავის ჰგავს და ვერც ვინმე მიბაძვავს… უღრმესი პატივისცემითა და მადლიერებით – ჭაბუა ამირეჯიბი“. ლევან ცუცქირიძე წიგნის ილუსტრაციებზე წლების მანძილზე მუშაობდა. პორტრეტების თემები და სიუჟეტები ქართველი ხალხის ცხოვრებას ასახავს. საკუთარ შემოქმედებაში ლევან ცუცქირიძემ წარსულისა და აწყმოსადმი თავისი დამოკიდებულება გამოხატა. გამოფენა, 15 თებერვლის ჩათვლით, 2 კვირას გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები