რამაზ გიორგობიანის დაბადებიდან 80 წელი გავიდა
ქართული კინოს გამორჩეული წარმომადგენლის – რამაზ გიორგობიანის დაბადებიდან 80 წელი გავიდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რამაზ გიორგობიანმა დიდი რეჟისორების ფილმებში შესრულებული როლებით დაუვიწყარი სახეები შექმნა და ხალხის სიყვარული დაიმსახურა. ის იყო მსახიობი და რეჟისორი, რომელმაც ქართულ კინოში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.