დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვის სამი ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 2 230 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმია ამოღებული, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 13 000 ლარს აღემატება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.