პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა პროკურორმა მალხაზ გეწაძემ და მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორმა რუსუდან ჩიტაძე N 130 საშუალო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ასევე, შეხვედრები გაიმართა N 54, N 55, N 12, N 159 და N 176 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორები ლევან კლდიაშვილი, ანა ცაგურია, გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორები ნათია მეფარიშვილი, ნიკა მენთეშაშვილი, საბა აკობია, ელისაბედ აფაქიძე და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანახანუმ შამილოვა სკოლის მოსწავლეებს კიბერდანაშაულის თემაზე ესაუბრნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორებმა მოსწავლეებს განუმარტეს, რას ნიშნავს კიბერდანაშაული, კიბერშეტევა და რა სახის ქმედებები ითვლება დანაშაულად. მათ ყურადღება გაამახვილეს კიბერდანაშაულთან მიმართებით კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე.

საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას ისახავდა მიზნად.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები