ერგნეთში შეხვედრა ჩაიშალა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა ჩაიშალა.
ოსურმა მხარემ მოლაპარაკებათა მაგიდა დატოვა.
ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოსური მხარე ულტიმატუმის ენით ითხოვდა სოფელ ჩორჩანასთან ცენტრალური ხელისუფლების მიერ განლაგებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას, რაზეც უარი მიიღეს.
ანთაძის თქმით, მომდევო შეხვედრის გამართვა 2 ოქტომბერს იგეგმებოდა, თუმცა უკვე შედგება თუ არა ეს შეხვედრა გაურკვეევლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები