ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს სამეთაურო – საშტაბო სწავლება გაიმართება

2 სექტემბერს ბაქოში თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამეთაურო – საშტაბო სწავლება Eternity-2019 გაიმართება.
სამი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას როგორც საველე პირობებში, ასევე ბაქოში მდებარე სასწავლო ცენტრში გაივლიან. სწავლების მონაწილეთა საბრძოლო ამოცანა რეგიონული მნიშვნელობის ეკონომიკური ობიექტების დაცვას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას გულისხმობს. სწავლება Eternity-2019 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები