სოფელ აგარაში ამბულატორია შენდება

ახალციხეში, სოფელ აგარაში, ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 95 648 ლარით ფინანსდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამბულატორიის მშენებლობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, აშენდება თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთსართულიანი შენობა და კეთილმოეწყობა შენობის მიმდებარედ არსებული ეზო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები