თბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მსახურება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო რეზიდენციიდან დღეს სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს.

ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები