მერცმა ევროპას მოუწოდა, საკუთარი უსაფრთხოება ხელში აიღოს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ ევროპა უფრო თავდაჯერებული უნდა იყოს თავის ქმედებებში იმ ეპოქაში, როდესაც გლობალური მოთამაშეები საკუთარი გზით ქმნიან სამყაროს,- ამის შესახებ მან ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ჩვენ აღარ გვინდა საკუთარი თავის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვა. ჩვენ მტკიცედ და ერთსულოვნად უნდა ავიღოთ ჩვენი თავისუფლების დაცვა საკუთარ ხელში ამ პირობებში, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გაერთიანებული ევროპა ჩვენთვის, გერმანიაში, ჩვენი მომავლის ერთადერთ და უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს. ჩვენ ისეთ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ რყევებს განვიცდით, როგორიც დიდი ხანია არ გვინახავს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ამავდროულად, კანცლერმა ევროკავშირში რეფორმების გატარების და კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.