“დაე, მისი სული განისვენებდეს მართალთა შორის, ხოლო მისი ხსოვნა იყოს მარადიული და ნეტარი” – ბულგარეთის საელჩო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოში ბულგარეთის საელჩო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. ეროვნული გლოვის ამ დღეებში, ბულგარეთის საელჩო საქართველოში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს მართლმადიდებელ ქართველ ხალხს მათი სულიერი მამის უდიდესი დანაკარგის გამო. მისი გამორჩეული სიბრძნე და უსაზღვრო თანაგრძნობა, შეუდარებელი წვლილი ქართული სულიერებისა და კულტურული იდენტობის განმტკიცებაში, დაუღალავი ძალისხმევა ქართული ერის ერთიანობის შენარჩუნებისთვის, მუდამ დარჩება მეხსიერებაში საქართველოს საზღვრებს მიღმაც.
დაე, მისი სული განისვენებდეს მართალთა შორის, ხოლო მისი ხსოვნა იყოს მარადიული და ნეტარი”,- წერს საელჩო.