მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

“დღეს, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა”,- ინფორმაციას მსოფლიო საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სამგლოვიარო ცერემონიას მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრები და საქართველოდან ჩასული სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

პანაშვიდის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა ბართლომეოსმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და განსვენებული პატრიარქის მრავალწლიან ღვაწლსა და მის როლზე ისაუბრა არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროს წინაშე.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 48 წლის განმავლობაში უძღვებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები