ზესტაფონში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სოფელ რკვიაში გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ნათია თურნავა სოფელ რკვიაში გაზიფიცირების პროექტის მიმდინარეობას, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან, ზესტაფონის მერთან, გიორგი გოგლიჩიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა კიკნაველიძესთან ერთად გაეცნო.
რკვიის გაზიფიცირების შემდეგ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დამატებით 158 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს. სახელმწიფოს დაფინანსებით, სოფელ რკვიაში დაახლოებით 3 კმ – მდე გაზსადენის მშენებლობა განხორციელდება. პროექტის ღირებულება 599 99 ლარია. გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.
გარდა ს რკვიისა, მიმდინარე წელს, სახელმწიფოს დაფინანსებით გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება სოფელ მარტოთუბანში, სანახშირეში, სადგურ სვირში. პროექტის ფარგლებში 600 აბონენტი მიიღებს ბუნებრივ აირს.
პროექტი არსებობს და გამოცხადდება ტენდერი ტაბაკინის, კლდეეთის და თვრინის გაზიფიცირებაზეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები