იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, სხვა პირებთან ერთად, ადგილობრივებს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – ზვიად შალამბერიძე, პარლამენტის წევრი – მამუკა მდინარაძე, ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი – კობა ლურსმანაშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი – არჩილ გოგსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე – შალვა მშვილდაძე, მერის პირველი მოადგილე – კახა ენუქიძე, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად სოფლების: ვარციხის, საიმედოს, დიმის მოსახლეობას შეხვდნენ და სახელმწიფო პროგრამები გააცნეს.
ასევე, მოქალაქეებისგან მიიღეს ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ. შეხვედრაზე სოფლის მკვიდრებმა ხელისუფლებას განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს და იქვე დასძინეს, რომ ამ მიმართულებით არის გარკვეული საკითხები, რომელთა მოგვარებაც პრიორიტეტულია.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები