აშშ-ის საელჩო გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და რუსეთს ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს
საქართველოში აშშ-ის საელჩო სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესს გამოეხმაურა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ შეშფოთებულია ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ ღობის გავლების პროცესი განაახლა.
„ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობის გავლება სოფელ გუგუტიანთკარში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად.
ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ვინაიდან აზიანებს სასიცოცხლო საშუალებებს და აფერხებს ხალხისა და საქონლის გადაადგილებას.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიმოსვლა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების ვალდებულებისამებრ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.