ელენე ხოშტარია: დღეს გუგუტიანთკართან მთელი მთავრობა უნდა იდგეს და მსოფლიოს აგონებდეს, როგორ გლეჯს რუსეთი მიწებს

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, სოფელ გუგუტიანთკართან, სადაც საოკუპაციო ძალები ბორდერიზაციის პროცესს უკვე მეორე დღეა, ახორციელებენ, მთელი მთავრობა უნდა იდგეს.
ამის შესახებ ხოშტარიამ ადგილის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
“იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს მიერ დაკვეთილ ფილმს რუსული ოერტე-ს ნარატივით, ეს არის ჩვენთვის კატასტროფა. რუსეთი ისედაც ყოველთვის იყო მომაკვდინებელი და მომავალშიც დარჩება. მთავარია, ჩვენი ხელისუფლება რას აკეთებს ამისთვის. აქ დღეს უნდა იდგეს მთელი მთავრობა, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად და მთელს მსოფლიოს აგონებდეს, 21-ე საუკუნეში რუსეთი როგორ სასტიკად იქცევა და გლეჯს მიწებს. ასევე, დაუშვებელია, რომ ასეთი მკვლელი ქვეყნის დეპუტატი გვეჯდეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები