ბრიტანეთის ელჩი: მავთულხლართების აღმართვა გრძელდება, ეს უნდა შეჩერდეს
საქართველოში ბრიტანეთის ელჩი, ჯასტინ მაკენზი სმიტი სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ ბორდერიზაციის პროცესს გამოეხმაურა.
ელჩმა Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ ეს უნდა დამთავრდეს.
„დღეს საქართველოში რუსული მავთულხლართების აღმართვა გრძელდება. ეს სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა ოჯახებისთვის სირთულეების შექმნასა და ადგილობრივი მოსახლეობის გაყოფას. ეს უნდა შეჩერდეს. ბავშვები რუსული მავთულხლართების გვერდით ცხოვრობენ, რომლებიც მოსახლეობას ჰყოფენ, მაგრამ როდესაც ისინი საუბრობენ თავიანთ მომავალზე, ეს მავთულხლართები ქრება. რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, სუვერენიტეტის აღდგენასა და მშვიდობიან მომავალს ყველასათვის“, – აცხადებს ჯასტინ მაკენზი სმიტი.