ახალციხის ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი გაჩნდა – ხალხი ევაკუირებულია

სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი, დაახლოებით, 14:10 წუთზე შენიშნეს, რასაც წინ დაკვამლიანება და ელექტროენერგიის გათიშვა უძღოდა. შენობიდან ხალხის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი სახურავიდან გაჩნდა, სადაც ელექტროენერგიის სადენებია გაყვანილი.

ამ დროისათვის, მიმდინარეობს სახურავის ახდის სამუშაოები, რათა ოთხმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ხანძრის ლიკვიდაცია დროულად შეძლოს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ადმინისტრაციულ შენობაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნია, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და რამდენიმე ააიპ-ია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები