ზორტიყელში “შუამთობის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

“შუამთობა 2019-ის” ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებები დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება მთა ზორტიყელში ჩატარდა.
როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ღორჯომის მოსახლეობა უამრავ სტუმართან ერთად შეიკრიბა და ტრადიციულ დღესასწაულთან დაკავშირებით კულტურული და სპორტული ღონისძიებები გამართა. ღონისძიების კულტურულ ნაწილში ღორჯომის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ლექსები წაიკითხეს ადგილობრივმა პოეტებმაც. კონცერტის პარალელურად, მიმდინარეობდა შეჯიბრებები ფრენბურთში, მკლავჭიდსა და დოღში. სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მუნიციპალიტეტის მერმა – ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში – ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა – ზაალ მიქელაძემ, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა – ტიტე აროშიძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი სირაძემ მიულოცეს. ზეიმს, აგრეთვე, სხვა ოფიციალური პირები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები