სოლომონ პავლიაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი  ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაქალაქევის, მირაშხანის, თმოგვისა და ფიას მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრას ასპინძის მერი – როსტომ მაგრაქველიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – ილია ნაკაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი – გიორგი კოპაძე ესწრებოდნენ.
სოფლების მოსახლეობამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არსებული პრობლემები და საჭიროებები გააცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწოფო პროგრამებზე ისაუბრა. სოლომონ პავლიაშვილმა ყურადღება აგროდაზღვევის პროექტში ჩართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობის კუთხით, ასპინძა საკმაოდ აქტიურია. მუნიციპალიტეტს მესაქონლეობის, მეკარტოფილეობისა და მეფუტკრეობის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პოტენციალის ათვისება მაქსიმალურად მოხდეს, მოსახლეობამ შექმნას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამებში, მიიღოს მეტი სარგებელი და გაზრდილი შემოსავალი“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
სოფელ ნაქალაქევის, მირაშხანის, თმოგვისა და ფიას მცხოვრებლებს შეხვედრაზე  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგებასა და ამბულატორიების შექმნაზე.
ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ანალოგიური ფორმატის შეხვედრებს სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები