თორნიკე რიჟვაძე სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა სლოვაკეთის ექსიმ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან და აღმასრულებელ დირექტორთან მონიკა კოჰუტოვასთან და ექსიმ ბანკის აღმასრულებელი საბჭოს დირექტორის მოადგილესთან მიხალ კოზაჩიკთან.

შეხვედრაზე მხარეებმა სლოვაკური ინვესტიციებისა და საქართველოში ექსიმ ბანკის საინვესტიციო პორტფელის გაფართოების საკითხი განიხილეს. ასევე, აჭარაში საინვესტიციო პროექტების განხორციელების სურვილი გამოითქვა.

შეხვედრას  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე თორნიკე კუჭავა დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები