კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს (ვიდეო)

კიევის ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, გიორგი ლობჟანიძე, იგივე “კუწუ” დააკავეს.
ამის შესახებ Facebook-ის გვერდზე უწყების ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ აბროსკინმა დაწერა.
მისი თქმით, “კუწუმ” ქვეყანა 48 საათში უნდა დატოვოს.
ლობჟანიძე უკრაინიდან არაერთხელ გაუძევებიათ, თუმცა ის არაკანონიერი გზით ქვეყანაში მაინც აღწევდა.
უკანასკნელად, “კუწუ” 2016 წელს დააკავეს. მაშინ ის დნეპროპეტროვსკში „შეხვედრას“ აწყობდა, თუმცა ის ჩავარდა. მასთან ერთად, მაშინ სხვა კრიმინალური ე.წ. ავტორიტეტები იყო დაკავებული, როგორებიც არიან “მოზგი”, “გეშა სივერსკი” და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები