დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებულს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალებების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.ა.-მ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება 0,064 გრ. და 0,206 გრ. „ჰეროინი“ , საიდანაც ნაწილი 2018 წლის 9 ივლისს 100 ლარად, ხოლო 12 ივლისს 200 ლარად უკანონოდ გაასაღა გ.კ.-ზე.
სამართალდამცველებმა ა.ა. 2018 წლის 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი, მე-4 ნაწილებით, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარედგინა (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღება, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღება) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 9 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები