როგორი იქნება სოხუმის აეროპორტი – კრემლის დოკუმენტური გეგმა გასაჯაროვდა (ფოტოკოლაჟი)

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 26 ივლისს განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტიდან „საერთაშორისო ფრენების“ განხორციელებას გეგმავს, 1-ელ ნოემბრამდე კი შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადება დაანონსდა.

მსგავსი გეგმის განხორციელება კრემლის გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, სულ მცირე იმის გამო, რომ აეროპორტს მუშაობისთვის შესაბამისი კოდი სჭირდება. საერთაშორისო ორგანიზაცია იკაო-მ კი, საქართველოს მხარდაჭერის ნიშნად, კოდი ჯერ კიდევ 1993 წელს ჩამოართვა.

თუმცა, აფხაზებმა განაცხადეს, რომ როსტოვის საჰაერო სივრცეს მიებმებიან და კოდს URAS-ს მიიღებენ. მოსკოვი კი ამ დრომდე, ოფიციალურად, საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ამ ინფორმაციის ფონზე, 1-ელ აგვისტოს სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ჩადის, რომელსაც, ასევე, სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს მაშინ, როდესაც, „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, სურკოვი პროცესში აქტიურად არის ჩართული.

2016 წელს უკრაინელმა ჰაკერებმა სურკოვის ელექტრონული ფოსტა გატეხეს და იქედან სოხუმის აღდგენის გეგმა ამოიღეს.

დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ აეროპორტის ამუშავების შემდეგ ე.წ. რესპუბლიკა აყვავდება ტურისტული ნაკადის ზრდის, ინვესტიციების მოზიდვის, რუსული ბანკებიდან ინვესტიციების მოზიდვისა და სხვა სიკეთეების ფონზე.

ამასთან, დოკუმენტში არც საქართველო და არც იკაო არის ნახსენები. გეგმის თანახმად, აეროპორტის აშენება ჯერ კიდევ 2013 წელს უნდა დაწყებულიყო: „აფხაზეთის რესპუბლიკა, აეროპორტის სრული აღდგენის სანაცვლოდ, მას ინვესტორს 25 წლის ვადით იჯარით, თანაც დაბალ ფასად გადასცემდა“.
დღეს კი აეროპორტი ასე გამოიყურება.

ავტორი: მონიკა დავლიანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები