22 კილოგრამი “ჰეროინი”, ორ კილოგრამამდე “კოკაინი”, 3500 აბზე მეტი “ექსტაზი” – რა ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო შსს-მ ბოლო თვეების განმავლობაში

2019 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია: 22 კილოგრამი “ჰეროინი”, 1 კილო და 900 გრამი “კოკაინი”, 8500 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 3500 აბზე მეტი “ექსტაზი”, 9 კილოგრამამდე ფსიქოაქტიური ნივთიერება და 950 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის მიერ გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა – მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები