ოკუპირებული აფხაზეთის კანდიდატმა ე.წ. საარჩევნო მარათონი პროტესტის ნიშნად დატოვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ასტამურ ოტირბას მიერ წარდგენილი ე.წ. ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა, დავიდ დასანიამ ე.წ. საარჩევნო მარათონს პროტესტის ნიშნად გამოეთიშა.
ე.წ. ცესკო-მ დასანიას რეგისტრაცია გააბათილა.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. კანონმდებლობის თანახმად, ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 5 დღისა, ე.წ. ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი უნდა დაასახელოს.
დავიდ დასანიამ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა: „არჩევნები პროტესტის ნიშნად დავტოვე“.
„განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო, რომ ყველა პარამეტრით ეს არჩევნები იქნება გაყალბებული, არაპატიოსანი და უსამართლო. მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს, ქვეყანაში შესაძლოა, კონფლიქტები დაიწყოს ელექტორატსა და ხელისუფლებას შორის. კონფლიქტის შედეგი, ჩემი აზრით, არაპროგნოზირებადი იქნება“, – წერს დასანია.
მისი თქმით, ელექტორატმა მისი სახით დაკარგა პასუხისმგებლიანი, პატიოსანი, მგრძნობიარე, მზრუნველი და სამართლიანი ვიცეპრეზიდენტი.
ამასთან, მისივე შეფასებით, ელექტორატს აქვს შანსი, არ დაკარგოს ასტამურ ოტირბა „პრეზიდენტის სახით“.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება.
დარეგისტრირებულია 10 ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები