ქართველები ბერლინის ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ

    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქალაქ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი, გერმანიის ქალაქ ბერლინში ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალში „ტანზოლიმპი“ მონაწილეობდა.
პროექტის ავტორია ქალაქ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი გოგი კილაძე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განცხადებით, სამინისტრო მხარს უჭერს ახალგაზრდა ნიჭიერი თაობის შემოქმედებას და, მსგავსი პროექტების დაფინანსებით, ხელს უწყობს პატარების პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები