ოკუპირებული აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილად დასახელდა
რუსი ტურისტები წლის პირველ ნახევარში ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ: თურქეთს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ფინეთს.
ამის შესახებ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ მოცამეშია ნათქვამი. ასოციაცია სასაზღვრო სამსახურის მონაცემს ეყრდნობა.
სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივნისის პერიოდში თურქეთს 741 934 რუსი ტურისტი ეწვია, ოკუპირებულ აფხაზეთს 1 857 602, ფინეთს კი, 1 797 407 ტურისტი.
პირველი ათეულის ბოლო ადგილზეა საქართველო, რომელსაც უსწრებენ ყაზახეთი, ჩინეთი, უკრაინა, ესტონეთი, გერმანია და ტაილანდი.
ასოციაციის ინფორმაციით, 6 თვეში საქართველოში ჩასული რუსი ტურისტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 29,15%-ით აღემატება.