ვლადიმირ პუტინის რეიტინგი, უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში, რეკორდულად დაეცა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რეიტინგი, უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში, რეკორდულად დაეცა. ამის შესახებ სოციოლოგიურ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც ფონდმა „საზოგადოებრივმა აზრმა“ ჩაატარა.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნები უახლოეს კვირა დღეს ჩატარდება, ვის აირჩევდით, პუტინს გამოკითხულთა მხოლოდ 43%-მა დაუჭირა მხარი.
ექსპერტები აღნიშნულ მონაცემს იმ საპროტესტო აქციებს უკავშირებენ, რომელიც მოსკოვის ცენტრში მიმდინარეობს. შეკრებილები მოსკოვის დუმის არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატების დაშვებას ითხოვენ.
2001 წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვის დროს, პუტინს მხარს 42%-ზე ნაკლები უჭერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები