დანიაში, პოლიციის სამმართველოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა

კოპენჰაგენში, პოლიციის სამმართველოსთან, გვიან ღამით, ძლიერი აფეთქება მოხდა.
პოლიციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შენობა დაზიანდა.
აღსანიშნავია, რომ კოპენჰაგენში 6 აგვისტოს, აფეთქება ფინანსური პოლიციის შენობასთანაც მოხდა. იმ მომენტისთვის შენობაში მხოლოდ ორი ადამიანი იმყოფებოდა, არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.
გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები