აბუ-დაბიში, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა

არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს, ხოლო ჩაჭრილი ჭურვის ნამსხვრევები აბუ-დაბის ბანი იას რაიონში დაეცა და მსხვერპლი გამოიწვია.

ამის შესახებ ემირატის ხელისუფლების პრესსამსახურის გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი.

მათივე ინფირმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად პაკისტანის მოქალაქე გარდაიცვალა.

ერთი დღით ადრე, არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ესკალაციის დაწყებიდან ირანიდან გაშვებული 300-ზე მეტი რაკეტა და 1600-ზე მეტი დრონი ჩაჭრეს.

სამინისტროს ცნობით, დარტყმების შედეგად ორი არაბთა გაერთიანებული საამიროების სამხედრო მოსამსახურე და ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 145 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები